EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი საჯარო ჩართულობა ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი „COST PEACE 2026“-ის საზაფხულო სკოლაში
საჯარო ჩართულობა

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი „COST PEACE 2026“-ის საზაფხულო სკოლაში

📍
ადგილი
კოიმბრას უნივერსიტეტი, პორტუგალია
🏷️
ტიპი
საჯარო ჩართულობა

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის მკვლევარმა, თამთა ფანცულაიამ, მონაწილეობა მიიღო  „COST PEACE 2026“-ის საზაფხულო სკოლაში, სადაც ჩვენს ორგანიზაციას წარმოადგენდა. ღონისძიება, რომელსაც უმასპინძლა კოიმბრას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტმა, ჩატარდა „ევროპის მშვიდობის კვლევის საზოგადოების“ პროგრამის  ფარგლებში.

საზაფხულო სკოლამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდა მკვლევრები და ინოვატორები გააერთიანა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წამყვან მკვლევრებსა და პრაქტიკოსებთან ერთად ემსჯელათ მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

ხუთდღიანი ინტენსიური ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა კლიმატი და მშვიდობა, ფემინიზმი და მშვიდობა, მშვიდობა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ასევე ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოწვევები.

საზაფხულო სკოლა ასევე მნიშვნელოვანი სივრცე იყო სხვადასხვა აკადემიური და პროფესიული გამოცდილების მქონე მკვლევრებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაზიარებისთვის.