EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი საჯარო ჩართულობა ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად: ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მაუთჰაუზენის განთავისუფლების მემორიალურ ცერემონიაზე

ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად: ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მაუთჰაუზენის განთავისუფლების მემორიალურ ცერემონიაზე

📅
თარიღი
კვირა, 10 მაისი 2026 განვლილი ღონისძიება
📍
ადგილი
მაუთჰაუზენის მემორიალი, ავსტრია

2026 წლის 10 მაისს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თანამშრომლებმა, დავით დონდუამ და თეა ფარულავამ მონაწილეობა მიიღეს მაუთჰაუზენის (ავსტრია) საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების მემორიალურ ცერემონიაში.

ეს ყოველწლიური ღონისძიება ეძღვნება ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნას. ამ ტრაგედიის გახსენება აუცილებელია ევროპაში ადამიანის ღირსების, მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თანამშრომლებმა ავსტრიაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად, ასევე გვირგვინით შეამკეს ქართველ მსხვერპლთა მემორიალური დაფა. მიკვლეული წყაროების მიხედვით, ბანაკში დაღუპულთა შორის 220 ქართველია იდენტიფიცირებული.