EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი საჯარო ჩართულობა ვიშეგრადის გაკვეთილები საქართველოსთვის — ბიზნესი პოლიტიკის მიღმა (მე-3 ვებინარი)
საჯარო ჩართულობა

ვიშეგრადის გაკვეთილები საქართველოსთვის — ბიზნესი პოლიტიკის მიღმა (მე-3 ვებინარი)

📅
თარიღი
ხუთშაბათი, 5 მარტი 2026 განვლილი ღონისძიება
📍
ადგილი
ონლაინ (კავკასიური ჟურნალი)
🏷️
ტიპი
საჯარო ჩართულობა

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო კავკასიური ჟურნალის მიერ ორგანიზებულ ვებინარში „ვიშეგრადის გაკვეთილები საქართველოსთვის – პოლიტიკური უთანხმოების დაძლევა პრაქტიკული თანამშრომლობის გზით” – ბიზნესი პოლიტიკის მიღმა.

დისკუსიის დროს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარემ, დავით დონდუამ, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური თანამშრომლობა დარჩეს მდგრადი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად.

დავით დონდუამ ხაზი გაუსვა ძირითადი სექტორების – ტრანზიტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკული დერეფანი და ციფრული ეკონომიკა – პოლიტიკური პოლარიზაციისგან დაცვის მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის საიმედო სატრანზიტო ცენტრის როლის გაძლიერება, შეიძლება მნიშვნელოვან სტაბილიზაციის ფაქტორად იქცეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.