საჯარო ჩართულობა
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი ვილფრედ მარტენსის ცენტრის კონფერენციაზე — მსოფლიო გლობალური წესრიგის მომავალი
თარიღი
ოთხშაბათი, 18 მარტი 2026 განვლილი ღონისძიება
ადგილი
ბრიუსელი (ვილფრედ მარტენსის ცენტრი)
ტიპი
საჯარო ჩართულობა
2026 წლის 18 მარტს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი რობაქიძემ, მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში, ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში — „ძალა, თანამშრომლობის ფორმატები და მომავალი გლობალური წესრიგი”. ღონისძიებამ თავი მოუყარა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის წინაშე არსებულ სტრატეგიულ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გეოპოლიტიკურ კონკურენციას და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას.