EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი ანალიტიკა ფაქტები vs მანიპულაცია მანიპულაცია 7
ფაქტები vs მანიპულაცია

მანიპულაცია 7

17 ივნისი 2026

განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარ მარტა კოსის  განცხადებაზე რეაგირებისას, 2026 წლის 16 ივნისს განაცხადა, რომ „ნაბიჯ-ნაბიჯ გვაგუებენ იმ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი ერი ვიქნებით – თურმე, არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ „ცალ ფეხზე“, არამედ შემდეგაც”. მისი განცხადებით ესაა ბრიუსელის იდეა ქვეყნების სამართლებრივი სეგრეგაციის შემოღების შესახებ, რომელიც ევროკავშირს „თანასწორ ერთა კავშირიდან „პირველხარისხოვან” და „მეორეხარისხოვან” ერთა კავშირად” აქცევს. პაპუაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „საქართველოს უკვე აქვს ნომინალურ და უთანასწორო კავშირში ყოფნის 70-წლიანი გამოცდილება” — რითაც ევროკავშირი საბჭოთა კავშირს გაუთანაბრა.

რა თქვა სინამდვილეში კოსმა

2026 წლის 15 ივნისს ევროკომისარმა კოსმა აღწერა ის დამცავი მექანიზმები, რომელთა გაწევრიანების მომავალ ხელშეკრულებებში ჩაწერაც მიზნად ისახავს ახალი წევრების მიერ გაწევრიანების შემდგომ უკუსვლის თავიდან აცილებას. მისი ფორმულირება პირობითი იყო: „თუ ახალი წევრი სახელმწიფო დაიცავს წესებს, არაფერი მოხდება. თუ ისინი წესებს არ დაიცავენ, დამცავი მექანიზმები მკაცრად იმოქმედებს” (POLITICO, 15 ივნისი). კოსმა ცალსახად უარყო წევრობის რაიმე დაბალი საფეხურის არსებობა: „არ არსებობს ნახევარი წევრობა ან მეოთხედი წევრობა. არსებობს მხოლოდ სრული წევრობა” (Euractiv, 15 ივნისი). წინადადება სათავეს იღებს გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის არაოფიციალური დოკუმენტიდან (non-paper), ხოლო მისი დეკლარირებული მიზანია ვიქტორ ორბანის (Viktor Orbán) მმართველობის ქვეშ უნგრეთის მიერ ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენების განმეორების თავიდან აცილება (New Union Post, 10 ივნისი).

სად ცრუობს პაპუაშვილი

სამი მანიპულაციური გადახვევა მარტა კოსის განცხადებიდან:

  1. ზომების მუდმივად წარმოჩენა პირობითის ნაცვლად – პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართველები „ვიქნებით” მეორეხარისხოვანი — ფიქსირებული სტატუსით. კოსის დამცავი მექანიზმები კი ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, „თუ ახლად გაწევრიანებული ქვეყნები წესებს არ დაიცავენ”. ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად საკმარისია ევროკავშირში ახლად გაწევრიანებულმა ქვეყანამ  დაიცვას  კავშირის წევრები, რომელის ვალდებულებაც თავადვე აიღე. პაპუაშვილის განცხადება კი  „თუ წესებს დაარღვევ” პრინციპს გაწევრიანების წინაპირობის პრინციპად წარმოაჩენს.
  2. პაპუაშვილი ამტკიცებს ზუსტად იმის საწინააღმდეგოს რაც სინამდვილეში განაცხადა ევროკომისარმა – პაპუაშვილის განცხადებით ევროკავშირს მეორე ხარისხოვანი წევრები ეყოლება. მარტა კოსმა კი საკუთა განცხადებაში საპირისპირო თქვა: „არსებობს მხოლოდ სრული წევრობა”. პაპუაშვილი მის პოზიციას შებრუნებულად წარმოაჩენს.
  3. საბჭოთა შეურაცხყოფა – მარტა კოსის მიერ გაჟღერებული შემზღუდავი ზომები წარმოადგენს გარდამავალ, დროში შეზღუდულ, კონკრეტული ქვეყნების ქმედებებზე მიბმულ გამოსაცდელ პერიოდს. საკუთარ განცხადებაში შ. პაპუაშვილი ტოლობის ნიშანს სვამს ნებაყოფლობით, გასვლის უფლების მქონე, წესებზე დაფუძნებულ ევროკავშირსა და 70 წლიან რუსულ ოკუპაციაზე დაფუძნებულ საბჭოთა კავშირს შორის, რათა ფაქტების კონსტატაციის ნაცვლად მოახდინოს გარკვეული ემოციების გაღვივების გზით მანიპულირება.

ასეთ ქმედებას ეწოდება სემანტიკური ინვერსია: კოსის სიტყვები არ შეცვლილა — შეტრიალდა მხოლოდ მათი მნიშვნელობა; გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ დარღვევა დაისჯება, გადაიქცა განცხადებად, რომ ქართველები არსებითად მეორე ხარისხოვანი ერი იქნება თუი ევროკავ\შირში გაწევრიანდება.

დასკვნა

მარტა კოსის წინადადება დროებითი, ქცევაზე დაფუძნებული დამცავი მექანიზმია და ცალსახად უარყოფს ნებისმიერი „მეორეხარისხოვან” ან ნაწილობრივ წევრობას. პაპუაშვილმა მისი ნათქვამი ზუსტად საპირისპიროდ წარმოაჩინა.

ვერდიქტი: ტყული

წყაროები

[1] POLITICO, „EU developing rules to ‘bite hard’ if new members go rogue”, 15 ივნისი 2026. https://www.politico.eu/article/eu-rules-enlargement-new-members-marta-kos/  [If the new member state will follow the rules, nothing will happen. If they will not follow the rules, the safeguards will bite hard] არაოფიციალური თარგმანი; — კოსის პირობითი „bite hard” განცხადება.

[2] Euractiv, „New EU members face probation clauses lasting over 15 years”, 15 ივნისი 2026. https://www.euractiv.com/news/new-eu-members-face-probation-clauses-lasting-over-15-years/  [There is no half membership or quarter membership. There is only full membership] არაოფიციალური თარგმანი; — კოსი: „არსებობს მხოლოდ სრული წევრობა”.

[3] New Union Post, „Five EU member states call for a ‘catalogue of options’ for safeguards in new Accession Treaties”, 10 ივნისი 2026. https://newunionpost.eu/2026/06/10/safeguards-eu-new-accession-treaties/  — წინადადების სათავე და მიზანი.

[4] Civil Georgia, „Papuashvili Slams EU Discussions on Limiting New Members’ Veto Powers as ‘Orwellian’”, 16 ივნისი 2026. https://civil.ge/archives/739562  — პაპუაშვილის სიტყვასიტყვითი განცხადება და კოსის ციტატა; მაღალი სანდოობა.

[5] InterPressNews, „შალვა პაპუაშვილი: …თუ ევროკავშირის წევრები გავხდებით, მეორეხარისხოვანი ერი ვიქნებით…”, 16 ივნისი 2026. https://www.interpressnews.ge/en/article/148044  — განცხადების ქართულენოვანი ჩანაწერი.