თორნიკე ფარულავა სამოქალაქო საბჭოს პოდკასტში
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის უფროსი მკვლევარი თორნიკე ფარულავა სამოქალაქო საბჭოს პოდკასტში საუბრობს საქართველო–ნატოს ურთიერთობებზე და ბოლო წლებში ამ მიმართულებით განვითარებულ მნიშვნელოვან პროცესებზე. იგი აზიარებს უნიკალურ გამოცდილებას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, და განმარტავს, რას ნიშნავდა ალიანსთან თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემისთვის.
საუბარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2014 და 2022 წლების შემდეგ ნატოს პოლიტიკის ცვლილებებს, საქართველოსთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და დაკარგულ შანსებს. თორნიკე ფარულავა ასევე აფასებს ნატოს დეპარტამენტის გაუქმების შედეგებს და მიმდინარე უკუსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
პოდკასტი წარმოადგენს სიღრმისეულ და გულწრფელ ანალიზს საქართველოს უსაფრთხოების მომავლის შესახებ.