„ნეიტრალიტეტის” ბურუსი და უსაფრთხოების გაგება — თორნიკე ფარულავა რადიო თავისუფლების გადაცემაში
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის უფროსი მკვლევარი თორნიკე ფარულავა, რადიო თავისუფლების გადაცემაში „პარასკევის საუბრები პოლიტიკაზე” ნინო გელაშვილთან ერთად, განიხილავს ე.წ. „ნეიტრალიტეტის” იდეას, მის გარშემო შექმნილ ბურუსსა და ნეიტრალიტეტის რეალურ მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
დიპლომატიაში საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით თორნიკე ფარულავა ხსნის, თუ რას ნიშნავს „ნეიტრალიტეტი” საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში, რატომ არის ის საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის არათუ გამოსავალი, არამედ დამატებითი რისკის წყარო, და რა საფრთხეებს შეიცავს დასავლური ინტეგრაციის ალტერნატივად მისი წარმოჩენა. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, თუ როგორ ვრცელდება ამ კუთხით დეზინფორმაციული გზავნილები არა მხოლოდ ქართულენოვან სივრცეში, არამედ რუსულ და ინგლისურენოვან პლატფორმებზეც.
გადაცემა წარმოადგენს კრიტიკულ, არგუმენტირებულ და მკაფიო ანალიზს იმ პოლიტიკურ დისკურსზე, რომელიც დღეს საქართველოს უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მადლობას უხდის რადიო თავისუფლებას და ჟურნალისტ ნინო გელაშვილს ამ უაღრესად აქტუალური თემის წამოწევისა და გაშუქებისათვის.