მულტიმედია · Euronews Georgia
ნიკოლოზ ხატიაშვილი ევრონიუს ჯორჯიას ეთერში
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში საუბრობს ყველაზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიებზე და მათ როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში. ინტერვიუში ყურადღება ეთმობა ე.წ. „დიპ სტეიტის” კონცეფციას, რომელსაც კრემლი იყენებს დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. მკვლევარი ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ ვრცელდება ეს გზავნილები სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, და რა ფაქტორები ზრდის საზოგადოების მოწყვლადობას დეზინფორმაციის მიმართ. მისი შეფასებით, განათლებისა და კრიტიკული აზროვნების გაძლიერება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გზაა.