ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი ვენის ჰუმანიზმის ფესტივალზე
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარე, დავით დონდუა, 23-27 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ვენის ჰუმანიზმის 2026 წლის ფესტივალის ღონისძიებაში მონაწილეობდა.
ფესტივალი, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, მწერლებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოებრივ ინტელექტუალებს მოუყარა თავი. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ლექციები, საექსპერტო დისკუსიები და საჯარო დებატები თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევებზე. 2026 წლის პროგრამა თითქმის 40 ღონისძიებას მოიცავდა და ისეთ საკითხებს შეეხებოდა, როგორიცაა დემოკრატია, პოლიტიკური მანიპულაცია და ტექნოლოგიები, ევროპის მომავალი, ადამიანის როლი და შესაძლებლობები, ასევე საზოგადოებრივი სივრცის ცვლილება.
მსგავს ღია საჯარო დისკუსიებში მონაწილეობა უშუალოდ უკავშირდება ცენტის მისიას — გააძლიეროს დემოკრატიული მდგრადობა და ხელი შეუწყოს ევროპის უკეთ გაცნობას. აკადემიურ, პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის იდეებისა და გამოცდილების გაცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ინფორმაციული მანიპულაცია, ტექნოლოგიური ცვლილებები და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია ევროპის საზოგადოებრივ სივრცეს მნიშვნელოვნად ცვლის.