განცხადებები
14 იანვარს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს
14 იანვარი 2026
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი პატივს მიაგებს ხუთჯვრიან დროშას, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და ღირსებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლოს.
ეს დროშა განასახიერებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების მიმართ.
დროშა ასევე გამოხატავს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას იყოს ევროპული ოჯახის წევრი; ევროპისა, რომელიც გაერთიანებულია საერთო ფასეულობებითა და მშვიდობისაკენ სწრაფვით.
გაიცანით ჩვენი ახალი თანაგუნდელები
11იანვარი, 2026
მოხარულნი ვართ, ჩვენს გუნდში მივესალმოთ სამ გამორჩეულ ექსპერტს. ელენე გოცაძე არის საერთაშორისო განვითარების და საჯარო სექტორის პროფესიონალი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დონორების მიერ დაფინანსებულ პროგრამებში მუშაობის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს დემოკრატიულ მმართველობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დეცენტრალიზაციას, სტრატეგიულ კომუნიკაციასა და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მდგრადობას. 2013–2016 წლებში იგი იკავებდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის პოზიციას, სადაც ევროკავშირსა და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობით საზოგადოებრივი ინფორმირებისა და ჩართულობის ეროვნულ კამპანიებს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით აქტიურად იყო ჩართული USAID-ის პროგრამების განხორციელებაში, მათ შორის კარგი მმართველობის ინიციატივასა და ძლიერი სოფლის პროგრამაში, რომლებიც მმართველობის რეფორმებს, ადგილობრივ განვითარებას, მოქალაქეთა ჩართულობასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა. მალხაზ სალდაძე ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კორეის ფილიალის ასისტენტ-პროფესორია. მან დოქტორის ხარისხი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ჯიმი და როზალინ კარტერების მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სკოლაში მიიღო. მას ასევე აქვს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კვლევების მაგისტრის ხარისხი ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ჯექსონის სკოლაში. იგი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და კვლევით ინსტიტუტებთან, მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიის ტრანს სასაზღვრო ინიციატივებში და მუშაობდა კონფლიქტების მართვის, სამოქალაქო ჩართულობის, გენდერული თანასწორობისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე. ეკატერინე ქარდავა არის სამართლის დოქტორი, იურისტი, ჟან მონეს პროფესორი და ევროპული ინტეგრაციის მკვლევარი. იგი არის 30-ზე მეტი წიგნის, სამეცნიერო სტატიის, კვლევისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. ეკატერინე ქარდავას შემუშავებული აქვს თანამედროვე აკადემიური კურიკულუმები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირ–საქართველოს ასოცირების შეთანხმების, სამართლებრივი აპროქსიმაციისა და ევროკავშირის სამართლის სფეროებში, რომლებიც დღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ისწავლება. მას აქვს 29 წლიანი პროფესიული გამოცდილება, რომელიც აერთიანებს საჯარო სამსახურს, აკადემიურ საქმიანობასა და საერთაშორისო საკონსულტაციო მუშაობას. ეკატერინე ქარდავა არის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ხუთი ჟან მონეს პროექტის ავტორი და გამარჯვებული, მრავალი საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ავტორი და კოორდინატორი, ასევე ექსპერტი და კონსულტანტი ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა FES, GIZ, ICMPD, USAID, UNDP და სხვა. იგი არის ასოციაციის „შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი. ჩვენ მოუთმენლად ველით ერთად მუშაობას მაღალი ხარისხის კვლევების, ინფორმირებული დებატებისა, ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებში თანამშრომლობის ხელშესაწყობად.
იდეიდან საქმემდე
წლის მიმოხილვა
7 იანვარი 2025
2025 წლის თებერვალში თანამოაზრეების პატარა ჯგუფმა დავაფუძნეთ ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი, იმ იმედით, რომ ამ საქმით ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანდით დემოკრატიის მდგრადობის განმტკიცებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. თავიდანვე განვსაზღვრეთ, რომ ჩვენი სამიზნე, საქართველოს გარდა, აღმოსავლეთი ევროპის ის ქვეყნებიც იქნებოდნენ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრებას ლამობენ.
სულ რაღაც არასრულ ერთ წელიწადში, მოვახერხეთ იდეიდან ქმედით ანალიტიკურ და სამოქალაქო პლატფორმად ჩამოყალიბება. დღეს, ცენტრში უკვე 13 მკვლევარია, დიპლომატიასა და აკადემიურ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით. აგრეთვე, ცენტრს მზრუნველობას უწევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც რჩევებითა და რეკომენდაციებით ეხმარება განვითარებაში.
თუ ბოლომდე დაათვალიერებთ წინამდებარე ანგარიშს, ნახავთ საკმაოდ მდიდარ ანალიტიკური ბაზას - 40-ზე მეტ პოლიტიკის მიმოხილვას, საექსპერტო კომენტარსა თუ თვალსაზრისს, რომლებშიც მიმოხილულია დემოკრატიული მმართველობის, ევროინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის არაერთი აქტუალური თემა. იქვეა, ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი, საგანმანათლებლო ნაშრომები, რომლებიც ამხელს დეზინფორმაციას, საბჭოთა დროის სტერეოტიპებს და მიზანმიმართულ მანიპულაციას. ვფიქრობთ, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. სამომავლოდ, ცენტრი გეგმავს თავისი პლატფორმა ფართო საზოგადოებასაც დაუთმოს, სადაც ექსპერტებს ექნებათ საშუალება თავიანთი ნააზრევი თუ კვლევის შედეგები ფართო საზოგადოებას გაუზიარონ.
ცენტრის მკვლევარები აგრეთვე, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ფორუმებში, კონფერენციებსა თუ საჯარო დისკუსიებში. მათ ხშირად ნახავთ მედია სივრცეში, როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ჩვენი სათქმელი მაქსიმალურად დიდ აუდიტორიას გააცნონ.
ამასთან, გვინდა იცოდეთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი რაც მოვიმოქმედეთ, არა ინსტიტუციური სიძლიერის, არამედ ჩვენი წევრების ენთუზიაზმის შედეგია. მაგრამ იმისთვის, რომ ცენტრი განვავითაროთ და დასახული გეგმები საქმედ ვაქციოთ, აუცილებელია სათანადო დაფინანსება. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერით, ამ სირთულეს წარმატებით დავძლევთ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ცენტრით! გთხოვთ, გაეცნოთ ასევე, ჩვენ სოციალურ პლატფორმებს და დაგვიმეგობრდეთ. თქვენი თანადგომა ჩვენი წარმატების საწინდარია.
დავით დონდუა
დირექტორთა საბჭო თავმჯდომარე
განცხადება საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაშლასთან დაკავშირებით
26 დეკემბერი, 2025
საბჭოთა კავშირის დაშლით დაიმსხვრა იმპერია, მაგრამ არ დამსხვრეულან მათი პროპაგანდისტული მოთხრობები. დღეს საბჭოთა ეპოქის სტერეოტიპები თავიდან იწყებენ აღმოცენებას. მათი გამრავლება საფრთხეს უქმნის ქვეყნების დამოუკიდებლობას და მათ დემოკრატიულ არჩევანს.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრში მიგვაჩნია, რომ ცოდნით აღჭურვილი საზოგადოება საუკეთესო დაცვაა დეზინფორმაციისა და მანიპულაციისგან. რევანშისტულ ძალებს არ უნდა მიეცეთ საშუალება ძველ დროში დააბრუნონ ის ქვეყნები, რომლებმაც განვითარების დემოკრატიული გზა აირჩიეს. სიმართლისა და თავისუფალი არჩევანის უფლების დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.
ცოდნა მანიპულაციის წინააღმდეგ.
გაიცანით ჩვენი ახალი უფროსი მკვლევრები
14 დეკემბერი, 2025
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ორი გამორჩეული პროფესიონალი — გოჩა ჯავახიშვილი და ირაკლი ლაითაძე. მათი გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ცენტრის მუშაობას და ხელს შეუწყობს ჩვენს ძალისხმევას გამჭვირვალობის, დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ღირებულებების დამკვირდების კუთხით.
გოჩა ჯავახიშვილი არის ქართველი დიპლომატი და მეცნიერი, რომელსაც აქვს მუშაობის ოცდაათწლიანი გამოცდილება დიპლომატის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფრანკოფონიისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. იგი აღიარებული სპეციალისტია სამხრეთ კავკასიის, ევროპული გეოპოლიტიკისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით და წლების განმავლობაში იკავებდა მაღალ თანამდებობებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
იგი მუშაობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთსა და მონაკოში, აგრეთვე საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად იუნესკოში, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში და საერთაშორისო გამოფენათა ბიუროში. გოჩა ჯავახიშვილი დაჯილდოებულია საფრანგეთის ეროვნული ღირსების ორდენითა და აკადემიური პალმების ორდენით.
ირაკლი ლაითაძეს დიპლომატიურ სამსახურსა და კერძო სექტორში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. იგი მუშაობდა ბრიუსელში, ევროკავშირში საქართველოს მისიასა და ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოში. ირაკლი არის სამი წიგნის (ერთი მხატვრული და ორი დოკუმენტური პროზა) ავტორი. მისი წიგნი „საბჭოთა საქართველო - პირადი მოგზაურობა უახლეს ისტორიაში“ ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის მოკლე სიაში იყო.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე
10 დეკემბერი, 2025
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე შეხსენებაა იმისა, რომ ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა არ არის აბსტრაქტული მცნებები - ისინი ყველა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. დღეს, როდესაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის წლისთავს აღვნიშნავთ, ჩვენ ასევე ვაღიარებთ, თუ რამდენად დაუცველია ეს ღირებულებები ევროპის სამეზობლოში.
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ სტრატეგიული არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს მათ მომავალს. ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა ევროპული გზის აუცილებელი ატრიბუტებია.
გახშირებული ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და დემოკრატიული უკუქცევის ფონზე, ადამიანის უფლებათა დაცვა განუყოფელია ეროვნული მდგრადობის დაცვისგან. ავტორიტარული ზეწოლა ცდილობს ძირეულად შეარყიოს ის თავისუფლებები, რომლებიც ჩვენი საზოგადოებების საყრდენს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისადმი ერთგული ყველა მოქალაქე და ყველა ინსტიტუტი.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მხარს უჭერს ყველას ჩვენს რეგიონში, ვინც თავს არ ზოგავს სამართლიანობისთვის, თითოეული ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად. მათი ძალისხმევა მანიპულაციისა და იძულების ყველაზე ძლიერ ანტიდოტად რჩება.
განცხადება ევროპის დროშის დღესთან დაკავშირებით
8 დეკემბერი, 2025
8 დეკემბერი ევროპის დროშის დღეა — დღე, როცა ვზეიმობთ სიმბოლოს, რომლიც აერთიანებს ევროპას.
საქართველოში ეს დროშა გადაიქცა ერის სიმბოლოდ, რომელიც იბრძვის თავისი ევროპული მომავლისთვის. ის აერთოანებს თავისუფლების და ევროპული ოჯახის წევრობის მსურველ ადამიანებს. ეს დროშა ასახავს ქართველი ხალხის ურყევ ნებას — დაიმკვიდროს ადგილი ევროპაში და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.
გაიცანით ჩვენი ახალი მკვლევრები
2 დეკემბერი, 2025
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ორი გამორჩეული პროფესიონალი — თორნიკე ფარულავა და გიორგი ტუმასიანი. მათი გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ცენტრის მუშაობას და ხელს შეუწყობს ჩვენს ძალისხმევას გამჭვირვალობის, დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ღირებულებების დამკვირდების კუთხით.
თორნიკე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია, რომელიც წლების მანძილზე იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის იყო ნატოში საქართველოს მისიის დესპანი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. თორნიკეს გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი ცენტრის ანალიტიკურ საქმიანობას.
გიორგი არის ახალგაზრდა ლიდერი და დიპლომატი, რომელიც აქტიურად მუშაობს საქართველოსა და სომხეთის ევროატლანტიკურ მომავალზე. ის იყო საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელი გაეროში და ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. 2025 წელს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა იგი აღიარა პერსპექტიულ ლიდერად, ამასთან ის არის სტენფორდის უნივერსიტეტის ცვლილებების ლიდერთა ქსელის წევრი. გიორგი იყო საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის თავმჯდომარე და არაერთი სამოქალაქო ინიციატივების ხელმძღვანელი.
ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების ერთი წლისთავთან დაკავშირებით
28 ნოემებრი, 2025
დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევითა და ქართველი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ, შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეწინააღმდეგებოდა ერის სტრატეგიულ მისწრაფებებს, არამედ ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, საზოგადოებრივ კონსენსუსს და იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველების არაერთმა თაობამ გასწია ევროპული მომავლისკენ სწრაფვისას.
ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი სრულად უჭერს მხარს ქართველი დიპლომატების 2025 წლის 28 ნოემბრის განცხადებას და, თავის მხრივ, დასძენს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ალტერნატივა არ აქვს - იქნება ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული მდგრადობის განმტკიცება თუ კულტურული იდენტობის შენარჩუნება.
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა რუსეთის ჰიბრიდული და კოგნიტიური ომის უშუალო შედეგია, რომლის დროსაც აქტიურად გამოიყენება დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ზეწოლა. თუ საქართველომ ვერ გაუძლო ამ გამოწვევას, სხვებიც გარდაუვლად მიჰყვებიან მას - თითოეული დემოკრატიის დაცვა კი ყველა სხვასაც გააძლიერებს. ამდენად, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, გვერდში დაუდგნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა არსებული მექანიზმი დემოკრატიული უკუქცევის შესაჩერებლად და მხარი დაუჭირონ მოქალაქეებს მშვიდობიანად დაიცვან თავიანთი ევროპული მომავალი.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი გააგრძელებს ბრძოლას დეზინფორმაციასთან, საბჭოთა ეპოქის ყავლგასულ შეხედულებებთან და საზოგადოებას შესთავაზებს მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ცენტრი ყველაფერს გააკეთებს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, რათა საქართველომ დაიცვას ევროპული მომავალი.
განცხადება დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
27 ნოემბერი, 2025
27 ნოემბერს აღინიშნება დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე. ამ დღეს, ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი ხაზს უსვამს უცხოური ჩარევის, მანიპულაციებისა და საინფორმაციო ომის წინააღმდეგ კოლექტიური მდგრადობის გადაუდებელ აუცილებლობას.
დეზინფორმაცია აღარ არის ლოკალური გამოწვევა; ის არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ დემოკრატიული ინსტიტუტების დასასუსტებლად, საზოგადოების ნდობის დასაკარგად და ევროპული პროექტის ძირის გამოსათხრელად.
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჟურნალისტებს, ანალიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მოხალისეებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, ხშირად ზეწოლისა და მუქარის ქვეშ, სიცრუის გამოსავლენად და ჩვენი საჯარო სივრცის უსაფრთხოების დასაცავად. მათი თავდადება გვახსენებს, რომ დემოკრატიის დაცვა მხოლოდ ინსტიტუტების პასუხისმგებლობა არ არის; ის მოითხოვს ყველა მოქალაქის აქტიურ მონაწილეობას.
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ მსურველი საზოგადოებების მხარდაჭერის მიმართ. საინფორმაციო გარემოს დაცვა აუცილებელია ჩვენი რეგიონის თავისუფალი, ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრის განცხადება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან აქციასთან დაკავშირებით
25 ნოემებრი, 2025
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი უერთდება მსოფლიო საზოგადოებას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქტივობების ღონისძიებასთან დაკავშირებით. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა კვლავ რჩება ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად, რომელიც ძირს უთხრის ღირსებას, თანასწორობას და დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს. როგორც ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი დემოკრატიების ერთგული ორგანიზაცია, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო უკეთ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილი და ნულოვანი ტოლერანტობა გამოვუცხადოთ გენდერული ძალადობის ყველა ფორმას. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს, ერთად ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქალმა და გოგონამ შეძლოს შიშის, იძულებისა და ჩარგვრის გარეშე ცხოვრება. ცოდნა მანიპულირების წინააღმდეგ - და ყოველთვის, ძალადობის წინააღმდეგ!
გაიცანით ჩვენი ახალი უფროსი მკვლევარი
23 ნოემბერი, 2025
მივესალმებით ელჩ თეიმურაზ ჯანჯალიას, როგორც ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრის ახალ უფროს მკვლევარს. მისი მრავალწლიანი დიპლომატიური და კვლევითი გამოცდილება დიდი შენაძენია ჩვენი გუნდისთვის. მისი ცონდა დიდად წაადგება ცენტრის ძალისხმევას დემოკრატიული მდგრადობის განმტკიცების, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და რეგიონში
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრის განცხადება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ
5 ნოემბერი, 2025
ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში წერია ის რასაც ველოდით: მრავალწლიანი დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, საქართველო არა მხოლოდ უკან მიდის, არამედ ის ევროკავშირის გაფართოების შემდეგ რაუნდს გამოტოვებს. როდის მოვა კიდევ ერთი ასეთი შესაძლებლობა, ან საერთოდ მოვა თუ არა, გაურკვეველია. საუკუნეების განმავლობაში, ქართველთა წინაპრები ოცნებობდნენ, რომ მათი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო და ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ქვეყანამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ამ ოცნების რეალობად ქცევისთვის, გამოავლინა გამბედაობა, რეფორმები და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება.
თუმცა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ახლოს იყო, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამის თავიდან ასაცილებლად. მისმა რეპრესიულმა ქმედებებმა, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებმა და ევროპული ნორმებისადმი მტრულმა დამოკიდებულებამ ახლა ეს მიღწევები საფრთხეში ჩააგდო. ევროპისკენ წინსვლის ნაცვლად, საქართველო უკან იხევს რუსეთის გავლენის სფეროში, რომლის დატოვებასაც დიდი ხანია ცდილობდა.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაკარგული არ არის. ქვეყნის ნამდვილი ძალა მის ხალხშია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში და მათ ურყევ ერთგულებაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების მიმართ. ეს ვალდებულება რჩება საფუძვლად, რომელზეც საქართველო შეძლებს ევროპული გზის აღდგენას და დემოკრატიული, ნათელი მომავლის უზრუნველყოფას. ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა უნდა განაგრძონ საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგომა.
გაიცანით ჩვენი ახალი მკვლევარები
4 ნოემბერი, 2025
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი მიესალმება ორ ახალ მკვლევარს, ქალბატონ ოლგა სპირანდის და ბატონ ნიკოლოზ ხატიაშვილს.
ორი გამორჩეული პროფესიონალი, რომელთა ექსპერტიზა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მისიას დემოკრატიული ღირებულებების, კარგი მმართველობისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.
ოლგა სპირანდი გამოცდილი ქართველი დიპლომატი და საჯარო მოხელეა, რომელსაც 17 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და კონფლიქტების მოგვარებაში. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
ნიკოლოზ ხატიაშვილს, ყოფილ დიპლომატს და ამჟამად GEOCASE-ის უფროს მკვლევარს, 18 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში, უსაფრთხოებასა და დემოკრატიის ხელშეწყობაში. IWDL Georgia-ს დამფუძნებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ის 60-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი წამყვან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებში.
EUAC ამაყობს, რომ მის რიგებს შემოუერთდნენ ასეთი წარმატებული ექსპერტები, რომელთა ცოდნა და ხედვა გაამდიდრებს ჩვენს კვლევით და ადვოკატირების საქმიანობას მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
ქართული დიპლომატიის დღე
3 ნოემბერი, 2025
3 ნოემბერი ქართული დიპლომატიის დღეს აღნიშნავს — თარიღს, რომელიც ოდესღაც პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და ეროვნული ინტერესებისადმი სამსახურის სიმბოლო იყო.
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრში გულთბილად ვულოცავთ ჩვენს ყველა კოლეგას, რომლებიც დღემდე ამაყად ატარებენ ქართველი დიპლომატის სახელს.
ისინი ერთგული დარჩნენ თავიანთი პროფესიის მიმართ და უარი თქვეს მოკლევადიან სარგებელზე და საკუთარი მაგალითით დაგვანაზეს, რომ პატიოსნება, პრინციპული ხედვა და მონდომება დიპლომატიის მნიშვნელოვანო საფუძველია.
მათი თავდადება შეხსენებაა იმისა, რომ დიპლომატია არ არის მხოლოდ ცერემონიები და პროტოკოლები, არამედ ერის გრძელვადიანი ინტერესების დაცვა გამბედაობით, თანმიმდევრულობითა და კეთილსინდისიერებით.
განცხადებაა აშშ-ის ხელშეწყობით სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ინიციატივის შესახებ
9 აგვისტო, 2025
8 აგვისტოს ოვალურ კაბინეტში, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელშეწყობით, მშვიდობისკენ ისტორიული ნაბიჯი გადადგეს. ეს ნაბიჯი უბრალო დოკუმენტზე მეტია; ეს სამხრეთ კავკასიისთვის უფრო უსაფრთხო და იმედიანი მომავლის დაპირებაა.
ჩვენ, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრში, მივესალმებით ამ ისტორიულ მომენტს, და ვაფასებთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ალიევის მიერ გამოვლენილ გამბედაობას და იმ როლს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპმა შეასრულა მათ გაერთიანებაში.
დაე, ეს მთელი რეგიონისთვის ხანგრძლივი ნდობის, ღია დიალოგისა და საერთო კეთილდღეობის დასაწყისი იყოს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მალე დაიკავებს თავის ადგილს მეზობლებთან ერთად თავისუფალი და დასავლეთზე ორიენტირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
ოკუპაციის ჩვიდმეტი წელი: ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით
7 აგვისტო, 2025
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთი შეიჭრა საქართველოში, რამაც გამოიწვია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.
ჩვიდმეტი წლის შემდეგ, ოკუპაცია გრძელდება.
თუმცა, ყველა ოკუპაცია მთავრდება! დავამთავრებთ ამასაც!
ჩვენ გვახსოვს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ერთიანები ვრჩებით.
გაიცანით ჩვენი ახალი მკვლევარები
26 აგვისტო, 2025
მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს ორი ახალი მკვლევარი შემოუერთდა!
მათი ევროპული განათლება, მოტივაცია და ახალგაზრდული ენერგია დაგვეხმარება უკეთ შევასრულოთ ჩვენი მისია: დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას და ხელი შევაშველოთ ჩვენ სამშობლოს ევროპისკენ მიმავალ რთულ გზაზე.
კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს გუნდში — წინ საინტერესო და საპასუხისმგებლო გზა გვიდევს!
ვულოცავთ ეროვნულ დღეს, ბელგიას!
21 ივლისი, 2025
21 ივლისს, ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ბელგიელ მეგობრებს ეროვნული დღის აღნიშვნაში. ჩვენ ვუსურვებთ ბელგიის სამეფოს მშვიდობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს.
გაიცანით ჩვენი ახალი მკვლევარები
27 ივნისი, 2025
მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს ორი ახალი მკვლევარი შემოუერთმივესალმებით ორ გამორჩეულ პროფესიონალს ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების ცენტრის გუნდში!
მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამოცდილება და წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების განათლება. საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული მმართველობის კუთხით მათი ღრმა ცოდნა ღირებული აქტივი იქნება ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და რეგიონში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება.
EUAC-ში ჩვენ გვჯერა, რომ პრინციპულობა, გამოცდილება და მომავალზე ორიენტირებული ხედვა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ვამაყობთ, რომ გვყავს ორი ახალი კოლეგა, რომლებიც ამ თვისებებს განასახიერებენ.
და!
მათი ევროპული განათლება, მოტივაცია და ახალგაზრდული ენერგია დაგვეხმარება უკეთ შევასრულოთ ჩვენი მისია: დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას და ხელი შევაშველოთ ჩვენ სამშობლოს ევროპისკენ მიმავალ რთულ გზაზე.
კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს გუნდში — წინ საინტერესო და საპასუხისმგებლო გზა გვიდევს!
ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს !
26 მაისი, 2025
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ერის გამბედაობასა და მონდომებას, რომელმაც არასდროს დათმო თავისი ოცნება - თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველო.
მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით და გარკვეული ძალების - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ - მუდმივი მცდელობისა, ხელი შეეშალათ ჩვენი ევროპული გზისკენ, ქარსთველი ხალხი კვლავ მტკიცედ დგას.
თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი ერთგულება ნებისმიერ ზეწოლაზე ძლიერია. ერთიანობითა და გამძლეობით, ჩვენ გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას და უზრუნველვყოფთ იმ მომავალს, რომელსაც ჩვენი ერი იმსახურებს - ევროპის გულში.
„ჩვენი ღირებულებები ჩვენი ძალაა. როდესაც ევროპა მათ იცავს, ის ყველაზე ძლიერია“
