ჩვენი ექსპერტები

ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია

უფროსი მკვლევარი

teimuraz.janjalia [at] euawareness [dot] org

ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია გახლავთ კარიერული დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, რომელსაც მთავრობის უმაღლეს დონეზე მუშაობის 26 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
მისი გზა საჯარო სამსახურში დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მან გაიარა ხანგრძლივი პროფესიული გზა, სტაჟიორიდან მინისტრის მოადგილედმე. სხვადასხვა თანამდებობაზე ის მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი, გაერო, ეუთო, სუამი, ტრასეკა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და ა.შ.
ლატვიაში საქართველოს ელჩისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე ის უძღვებოდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს, ეკონომიკური დიპლომატიის განხორციელებას და სტრატეგიულ კომუნიკაციებს.
ხელი შეუწყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სავაჭრო ინიციატივების განხორციელებას, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ასევე დადებითი როლი შეასრულა საქართველოს როლის ზრდაში ევროპისა და შავი ზღვის რეგიონებში.
შეიმუშავა და განახორციელა სასწავლო პროგრამები საჯარო მოხელეებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, გააძლიერა ინსტიტუციური შესაძლებლობები საერთაშორისო ურთიერთობებსა და მმართველობაში.
საჯარო სამსახურში მოსვლამდე, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კერძო საწარმოებს, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით.
მას გააჩნია ექსპერტიზა დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლის, ბიზნესისა და ეკონომიკური სტრატეგიის სფეროებში, ძლიერი კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარებით.

პუბლიკაციები

"ევროპის წინსვლა გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია"

ჟაკ დელორი

Scroll to Top