ხედვა
მისია
ღირებულებები

ჩვენი ხედვა

მტკიცე, დემოკრატიული და კარგად ინფორმირებული ევროპა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის მსურველი სხვა ქვეყნების მოქალაქეებს საშუალება ექნებათ  თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, მონაწილეობა მიიღონ საიმედო ინსტიტუტების საქმიანობაში და წარმატებას მიაღწიონ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მანიპულირებისა და იძულების გარეშე.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი (EUAC) მიისწრაფის ისეთი საზოგადოების შექმნისაკენ, სადაც სიმართლე ამარცხებს პროპაგანდას, რეფორმები წარიმართება ცოდნით და ევროპული ღირებულებები ხელს უწყობს საყოველთაო მშვიდობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ აღორძინებას.

ჩვენი მისია

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი (EUAC) ევროპაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებას, ევროპული ღირებულებების ხელშეწყობას და საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის მსურველი სხვა ქვეყნების მხარდაჭერას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ბრიუსელსა და ვენაში მოქმედი ცენტრი აერთიანებს ექსპერტებს, პროფესიონალებს დიასპორიდან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ევროპელ პარტნიორებს, რათა ერთობლივი ძალებით ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება  ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდების გზით და ხელი შევუწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნებსა  და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მნიშვნელოვან დიალოგს.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი (EUAC) ცდილობს მოქალაქეები, მედია, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღჭურვოს
სანდო ინფორმაციით ევროკავშირის, სხვა ევროპული ინსტიტუტებისა და ნატოს შესახებ. ხელი შეუწყოს კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას და ხელი შეუწყოს იმ რეფორმების წარმატებულ განხორციელებას, რომლებიც გადამწყვეტია ევროპული  ინტეგრაციისთვის.

ამასთან, ცენტრი ცდილობს, შეავსოს საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული, ინსტიტუციური და სოციალური ხარვეზები ექსპერტების გაერთიანებით, დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებით და საზოგადოებაში, ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მდგრადობის ჩამოყალიბების გზით.

საქმიანობის ძირითადი სფეროები

საკუთარი მისიის შესასრულებლად, EUAC-ი ახორციელებს საქმიანობას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:


  1. დეზინფორმაციასა და ჰიბრიდული საფრთხეების დაძლევა
    EUAC აკვირდება საზოგადოებაში გავრცელებულ მავნე ნარატივებს, აანალიზებს მანიპულირების მეთოდებს და ქმნის კომუნიკაციურ ინსტრუმენტებს, რათა გაზარდოს საზოგადოების მდგრადობა უცხოური პროპაგანდის მიმართ. ორგანიზაცია საგანმანათლებლო კონტენტის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის და ექსპერტთა თანამშრომლობის საშუალებით ხელს უწყობს უსაფრთხო, კარგად ინფორმირებული და კრიტიკული აზროვნების მქონე საზოგადოების ფორმირებას.

  1. საერთაშორისო საექსპერტო კავშირების გაღრმავება
    EUAC აძლიერებს კავშირებს ევროკავშირში დაფუძნებულ ინსტიტუტებს (საჯარო ორგანოები, ანალიტიკური ცენტრები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორის პარტნიორები) და საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს შორის.

    დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს:
  • ონლაინ გაცვლებისა და ექსპერტული დისკუსიების ორგანიზებას
  • სასწავლო ვიზიტებისა და სასწავლო პროგრამების ჩატარებას
  • ორმხრივი კონსულტაციების ჩატარებას ევროპულ და ადგილობრივ ინსტიტუტებს შორის
  • ერთობლივი პროექტების განვითარებას კარგ მმართველობაზე, უსაფრთხოებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე
  1. ცოდნის გაზიარება და საზოგადოებრივი განათლების ხელშეწყობა
    EUAC ქმნის მრავალენოვან ბლოგებს, სტატიებს, ვიდეოებს, კვლევით ნაშრომებსა და სხვა საგანმანათლებლო მასალებს დემოკრატიული მდგრადობის გასაძლიერებლად და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის. ორგანიზაცია ასევე ქმნის ღია ციფრულ რესურსთა საცავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციასა და სამოქალაქო განათლებაში ჩართული ყველა მხარისთვის.
  1. ევროკავშირთან ასოცირების პროცესის მხარდაჭერა
    EUAC ატარებს სემინარებს, ვებინარებსა და ტრენინგებს საჯარო მოსამსახურეების, ჟურნალისტების, სტუდენტებისა და დიასპორის წევრებისთვის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის ტექნიკური ასპექტების შესახებ, რაც ხელს უწყობს წარმატებული ინტეგრაციისთვის აუცილებელი სტანდარტების, კრიტერიუმებისა და რეფორმების გაგებას.
  1. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა
    EUAC ამყარებს კავშირებს ევროპულ ინსტიტუტებთან, მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ექსპერტულ წრეებთან, რათა გაზარდოს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივის და ევროპული ინტეგრაციის წინსვლისთვის მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების მიმართ. ამის ფარგლებში ტარდება შეხვედრები, დიალოგები და ინფორმაციული ბრიფინგები ევროპულ დედაქალაქებში, ასევე ხორციელდება გაცვლითი პროგრამები ევროკავშირის ექსპერტებსა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.

ჩვენი ღირებულებები

  1. სიმართლე და გამჭვირვალობა
    ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ინფორმირებული მოქალაქეები დემოკრატიული საზოგადოებების საფუძველს წარმოადგენენ. EUAC-ი მტკიცედ ემხრობა ზუსტ,  გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებულია.
  1. ევროპული დემოკრატიული ღირებულებები
    ჩვენი საქმიანობა ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ევროპული გაერთიანების ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
  1. დამოუკიდებლობა და პრინციპულობა
    EUAC მიუკერძოებელი და პოლიტიკურად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ჩვენ ვიცავთ პროფესიულ ეთიკას, მორალურ სტანდარტებს და პატივს ვცემთ განსხვავებულ  შეხედულებებს ჩვენს საქმიანობაში.
  1. თანამშრომლობა და პარტნიორობა
    ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობას. EUAC-ი აკავშირებს როგროც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ექსპერტებს, ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და დიასპორის წარმომადგენლებს, რათა განავითაროს საერთო ხედვა და დააჩქაროს დემოკრატიული რეფორმები.
  1. მოქალაქეების მომსახურება და პასუხისმგებლობა
    ჩვენს საქმიანობაში EUAC-ი ხელმძღვანელობს ადამიანებსა და საზოგადოებების მიმართ  ღრმა პატივისცემის გრძნობით. ჩვენი საქმიანობა არსებითი ფუნქციაა ხელი შეუწყოს  დემოკრატიულ პროგრესს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი თაობების კეთილდღეობას.
  1. მდგრადობა და გამბედაობა
    ჰიბრიდული საფრთხეებისა და მავნე ზემოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა გამბედაობას და საზოგადოების მდგრადობას მოითხოვს. EUAC ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც დაიცავს მათ მანიპულირებისაგან ხელს შეუწყობს  მათ ევროპულ მომავალს.

"მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი"

ზურაბ ჟვანია

Scroll to Top