ჩვენი
ღონისძიებები
თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა მედია პლატფორმა – „ევროსკოპთან“,
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მოხარულია, რომ 2026 წელი მნიშვნელოვანი და შინაარსიანი პარტნიორობით დაიწყო. 9 იანვარს ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი ბრიუსელში დაფუძნებულ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მედია პლატფორმასთან – „ევროსკოპთან“, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სანდოობითა და საზოგადოებრივი ინტერესების ერთგულებით.
ეს თანამშრომლობა ევროპული ღირებულებების გავრცელების, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით მყარ საფუძველს წარმოადგენს.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა არა მხოლოდ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობის მაგალითი იქნება, არამედ თავის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპული მომავლისკენ ორიენტირებული საზოგადოებების მხარდაჭერაში. ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მზად არის „ევროსკოპთან“ ერთად გააგრძელოს მუშაობა თავისუფალი ინფორმაციის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული არჩევანის დასაცავად.
ავსტრიაში საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის გაძლიერება
2025 წლის 10 ნოემბერს, ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრმა ვენაში გამართა შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ავსტრიის ქართული თემის წარმომადგენლები და საქართველოს ავსტრიელი მეგობრები. შეხვედრის მიზანი იყო ემსჯელათ იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლება დამატებით, რათა ავსტრიული საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ქართული საზოგადოების ძალისხმევაზე, რათა ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოვოს.
„ევროპა ნიშნავს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის პასუხისმგებლობის ერთად აღებას“
